სასწავლო პროექტის გეგმა
1.პროექტის სახელწოდება:მოსახლეობის აღწერა
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებებით:მარტივი მათემატიკური გამოთვლების ცხოვრებისეულ პრაქტიკაში გამოყენება. მოსწავლეთათვის მათი მნიშვნელობის გააზრება, რომ ბუნებაში ყველაფერი უბრალო ციფრებით და გამოთვლებით შეიძლება გამოისახოს. მონაცემების ცხრილებისა და დიაგრამებით გამოსახვა ისტ-ის გამოყენებით.

3.პროექტის აქტუალურობა:აქტუალურია იმდენად რამდენადაც აუცილებელია მოსწავლეებმა გაითავისონ რომ მათემატიკა არა მარტო ციფრების უაზრო კორიანტელია არამედ იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან . მოსწავლეები გაუზიარებენ თავის აზრებს და ნაშრომებს სხვებს რათა მათაც შეიყვარონ მათემატიკა.ასევე მნიშვნელოვანია ცხრილების და დიაგრამების აგება კომპიუტერში რაც თანამედროვე ცხოვრების განუყრელი ნაწილია.

4.პროექტის მიზანი:განუვითარდეთ მოსწავლეებს კვლევა ძიების უნარი. დაეუფლონ მარტივი მათემატიკური გამოთვლების ტექნიკას და ინფორმაციის დახარისხებას და გამოსახვას ცხრილებისა და დიაგრამების სახით.

5.მონაწილეთა ასაკი: VI კლასი
6.ვადები ხანგრძლივობა:4-5 დღე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები ააგებენ ცხრილებსა და დიაგრემებს  ისტ-ში.
8.პროექტისათვის  საჭირო რესურსები: კალამი,ფურცელი,კომპიუტერი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად, გადიან თავის უბანში და აწარმოებენ გამოკითხვებს თუ რამდენი მაცხოვრებელია უბანში; აქედან რამდენია ქალი და რამდენი მამაკაცი. შემდეგ ამ ორ კატეგორიას კიდევ ქვეკატეგორიებად ახარისხებენ მაგალითად: მამაკაცებს შორის რამდენია 18 წლამდის, 18დან 40 წლამდის და 40იდან ზემოთ.იგივეს აკეთებენ ქალებზეც. შემდეგ მონაცემებს სვამენ ცხრილებში და გამოსახავენ სვეტობრივი დიაგრამის სახით.ამის მერე ბავშვები აწარმოებენ პროცენტულ გამოთვლებს მაგალითად: მოსახლეობის რამდენი პროცენტია ქალი/კაცი. ქალების რამდენი პროცენტია 18 წლის/18-40 წლის/40-ზევით.ასევე მოხდება მამაკაცებზეც. მოსწავლეები აკეთებენ პატარა პრეზენტაციას და წარადგენენ; უზიარებენ შთაბეჭდილებებს თანატოლებს.
მაგალითისთვის ვთქვათ უბანში არის 300 აქედან190 მამაკაცი და110 ქალი;
მამაკაცებიდან  60  18წლისაა 65   18-40წლის და 65   40წელს ზემოთ
ქალებიდან    40     18წლისაა   30     18-40წლის ხოლო  40    40ზემოთ
ეს მონაცემები მოსწავლეებმა ცხრილების და სვეტების სახით შეიძლება ასე გამოსახონ
ასაკი
ყველა ასაკის
18 წლამდის
18-40 წელი
40 და ზემოთ
ქალები
110
40
30
40
მამაკაცები
190
60
65
65
სულ
300
100
95
105
ამ მონაცემების საფუძველზე დიაგრამას შეიძლება მიეცეს ასეთი სახე

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები დაეუფლებიან მარტივ გამოთვლით ტექნიკას და მის გამოყენებას პრაქტიკაში; ისწავლიან მომნაცემების ცხრილებისა და დიაგრამებით გამოსახვას; კომპიუტერის გამოყენებას; გაუზიარებენ შთაბეჭდილებას თანატოლებს.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ძირითადად საკომუნიკაციო უნარების განვითარება ისტ-ში.
11.პროექტის სახელმძღვანელო(მასწავლებელი):  თამარ ბობოხიძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:https://tamarboboxidze.blogspot.com/


Комментариев нет:

Отправить комментарий

გავიარე ისტ ტრეინინგი,  რომელიც ძალიან საინტერესო და გამოსაყენებელია  გაკვეთილის პროცესში ისტ-ის გამოყენებით. ვარ კმაყოფილი ამ ტრეინინგით დ...